„ბოლონია“ ზურიკო დავითაშვილს შვეიცარიელი ფლანგის შემტევის, დენ ნდოიეს შემცვლელად განიხილავს – ინფორმაციას TuttoMercato ავრცელებს.
„სერია A-ს გუნდი – „ბოლონია“ განიხილავს „სენტ-ეტიენის“ ფორვარდის, ზურიკო დავითაშვილის დამატებას. კლუბის ხელძღვანელობა მას დენ ნდოიეს პოტენციურ შემცვლელად მიიჩნევს. შვეიცარიელი ფეხბურთელის, ნდოიეს ტრანსფერზე კი გუნდი მოლაპარაკებებს „ნაპოლისა“ და „ნოტინგემ ფორესტთან“ აგრძელებს.
დავითაშვილის კანდიდატურა „ბოლონიას“ ფეხბურთელის წარმომადგენლებმა შესთავაზეს. ისინი იგივე აგენტები არიან, რომლებიც 2022 წელს „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში მონაწილეობდნენ.
დავითაშვილი იტალიურ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადავიდეს, თუ დენ ნდოიე ზაფხულში „ბოლონიას“ დატოვებს. ეს საკმაოდ რეალური სცენარი ჩანს, რადგან „ნაპოლი“ და „ნოტინგემ ფორესტი“ კლუბთან ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ“, – იტყობინება TuttoMercato.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings