ზურაბ ზურაბიანი პარიზის პარალიმპური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია.
საქართველოს ნაკრები პარიზის პარალიმპურ თამაშებზე წარმატებულ სვლას აგრძელებს. ჩვენს გუნდს რიგით მეხუთე მედალი შემატა პარა ძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა (J2 კატეგორია -60 კგ).
ქართველი პარა ძიუდოისტი ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში ვაზარით გაიმარჯვა ჩილელ იოჰან ჰერერასთან, მომდევნო შეხვედრაში კი ალჟირელი მეტოქის, იშაკ ულდკუიდერის სამი გაფრთხილების შედეგად გამოცხადდა გამარჯვებულად.
ზურაბიანი გადამწყვეტ შეხვედრაში უზბეკ შერზოდ ნამოზოვს დაუპირისპირდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა.
GIPHY App Key not set. Please check settings