„მილანის“ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კინოში იღებენ.
39 წლის შვედი რომაელი ლეგიონერის ანტივირუსის როლს ითამაშებს „ასტერიქსისას და ობელიქსის“ კომიქსების მეხუთე კინოეკრანიზაციაში.
თავად ფეხბურთელმა ინსტაგრამზე თავისი პერსონაჟის სახელის გამოსახულება დადო (ფოტოზე).
ფილმის გამოსვლა 2022 წელს იგეგმება.
ასტერიქსისა და ობელიქსის შესახებ ფილმებში ადრე სხვა ცნობილი სპორტსმენებიც გამოჩენილან: „რეალის“ ამჟამინდელი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, კალათბურთელი ტონი პარკერი, „ფორმულა 1“-ის პილოტი მიხაელ შუმახერი, ჩოგბურთელი ამელი მორესმო.
ტოპ 5 ფეხბურთელი, რომელიც კინოში გადაიღეს
ახალი სურათი ჩინეთის იმპერატორის ერთადერთ ქალიშვილზეა, რომელიც ბოროტ პრინცს ემალება და თავშესაფარს გალების ქვეყანაში იპოვის.
GIPHY App Key not set. Please check settings