in

ზლატანის გოგო: ქორწინებას დამოუკიდებლობის წართმევა შეუძლია. არ მინდა მხოლოდ ფეხბურთელის ცოლად მიცნობდნენ

ჰელენა სეგერმა, „მილანის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის მეგობარმა გოგონამ, ფეხბურთელთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ისიც აღნიშნა თუ რატომ არ მიყვება მას ცოლად.

„მან თავისი „ფერარი“ ცუდად დააპარკინგა. მაშინ მალმიოში ვიყავით. ზლატანმა მანქანა ისე გააჩერა, რომ ჩემი „მერსედესი“ ვეღარ გამომყავდა. მე მას საკმაოდ უხეშად ვუთხარი, რომ მანქანა გაეწია. როგორც ჩანს, მას სწორედ ამ დროს მოვეწონე. მასთან ცხოვრება მარტივი არ არის, თუმცა ვაღიარებ მარტივი არც ჩემთანაა.

ვფიქრობ, ზლატანი იმიტომ მომწონს, რომ ორივე ძალიან მიზანდასახულები ვართ. მეც მაქვს დიდი წარსული, თავად შევქმენი ჩემი კარიერა და არაერთი სერიოზული მსხვერპლის გაღებაც მომიწია.

ქორწინებას შეუძლია ჩემი დამოუკიდებლობის განცდა დაანგრიოს. არ მინდა, რომ მიცნობდნენ როგორც ფეხბურთელის ცოლს ან როგორც სილამაზის კონკურსის გამარჯვებულს. ხალხმა ალბათ არ იცის თუ რამდენს ვსწავლობდი, ვმუშაობდი და ვიბრძოდი“, – უთხრა სეგერმა ჟურნალ Elle-ს.

ჰელენა სეგერი ცნობილი შვედი მოდელი და მსახიობია. წყვილი ერთად 2002 წლიდან ცხოვრობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკა ცქიტიშვილი NBA-ს ელჩი გახდა

ვინ არიან ყველაზე ძვირიანები ტოპ ლიგებს მიღმა