in

ზეცამ კიდევ ერთი ლეგენდა მიიღო… იტალიური გუნდები სინიშა მიხაილოვიჩს ემშვიდობებიან

იტალიურმა კლუბებმა მწუხარება გამოთქვეს სინიშა მიხაილოვიჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„მშვიდობით მისტერ, შენ სამუდამოდ იცოცხლებ ჩვენს გულებში“ – დაწერეს „ბოლონიას“ ტვიტერზე.

„ზეცამ კიდევ ერთი ლეგენდა მიიღო. შენ ძალიან დაგვაკლდები“ –ასეთი შეტყობინება გამოჩნდა „მილანის“ სოცქსელებში.

„არასდროს არავინ არ არის მზად ძვირფას მეგობართან გამოსამშვიდობებლად“ – დაწერა „ინტერმა“.

„მშვიდობით სინიშა“ – მწუხარება გამოხატა „სამპდორიამაც“.

„მშვიდობით მეომარო, შენ თავაწეული იბრძოდი ბოლომდე, ნამდვილი მამაკაცი“ – ასე დაემშვიდობა ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი.

სინიშა მიხაილოვიჩი თამაშობდა „ცრვენა ზვეზდაში“, „რომაში“, „სამპდორიაში“, „ლაციოსა“ და „ინტერში“.

ის წვრთნიდა სერბეთის ნაკრებს, „მილანს“ და სხვა იტალიურ კლუბებს. ბოლო სამუშაო „ბოლონია“ იყო.

იუგოსლავიის ნაკრებში მიხაილოვიჩმა 63 მატჩი ითამაშა 9 გოლი გაიტანა. მას უთამაშია 1998 წლის მუნდიალზე და ევრ0 2000-ზე. ის ცნობილი იყო საჯარიმო დარტყმების შესრულებით.

მიხაილოვიჩი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2019 წელს გაცხადაა, რომ მას ლეიკემია ჰქონდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ზურიკომ ისევ გაიტანა, თან საგოლე პასიც გააკეთა

50 ათასი არგენტინელი 6 ათასი ფრანგის წინააღმდეგ: სტადიონი არგენტინას უქომაგებს