ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიგა ჭიკაძე UFC Fight Night 200-ის მთავარი ბრძოლის მონაწილე იქნება. ქართველი მოჩხუბრის მოწინააღმდეგე კი კელვინ კატარი არის.აღნიშნული ღონისძიება 2022 წლის 15 იანვარს გაიმართება. “ნინძამ” და ამერიკელმა მებრძოლმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს, დარჩენილია რამდენიმე წვრილმანი დეტალის მოგვარება.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც 33-წლის მებრძოლი მონაწილეობას UFC-ის ივენთის მთავარ მოვლენაში იღებს. ჭიკაძემ გასულ აგვისტოს იგივე ვითარებაში ედსონ ბარბოზა დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings