ყველაფერი გაირკვა და დაგვრჩა ორი მატჩი – ფინალი და ბრძოლა მესამე ადგილისთვის.
ალბისელესტე მეტოქეს უცდიდა და ეს მეტოქე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთი იქნება. მაროკოული ზღაპარი დასრულდა? – ეს ხალხი, უკვე გმირია, შესაბამისად, მათზე აუგი ვერავის დასცდება.
ფრანგებმა საქმე თავიდანვე დაიწყეს და მე-5 წუთზე ტეო ერნანდესმა ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ იყო არაერთი მომენტი ორივე გუნდის კართან, მაგრამ 79-ე წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა. კოლო მუანიმ ფრანგულ ოცნებას ფრთები შეასხა და ანგარიში 2:0 გახადა.
18 დეკემბერს, ფინალში ერთმანეთის პირისპირ – არგენტინა Vs საფრანგეთი.
GIPHY App Key not set. Please check settings