in

ზაფხულში შესაძლოა არგენტინა გვესტუმროს

საქართველოს მორააგბეთა ეროვნული ნაკრებისთვის 2022 წელი საოცრად ისტორიული გამოდგა. ლევან მაისაშვილის გუნდმა ტიერ 1-ის ორი გუნდი დაამარცხა(იტალია და უელსი). ცხადია, ორი ასეთი გამარჯვების შემდეგ, ქართული რაგბის მიმართ ინტერესი გაიზარდა და წამყვან სარაგბი ქვეყნებს მეტად აქვთ სურვილი ჩვენთან თამაშის.

საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ 2023 წლის 26 აგვისტოს “სკოტები” ედინბურგში “მარიფილდზე” გვიმასპინძლებენ.

საქართველოსა და შოტლანდიას აქამდე ერთმანეთთან 5-ჯერ აქვთ ნათამაშები და გასაკვირი არაა, რომ 5-ვე შეხვედრა ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ შოტლანდია იყო პირველი ტიერ 1-ის გუნდი, რომელიც 2019 წელს საქართველოში ჩამოვიდა. მაშინ, “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა შოტლანდიამ 44:10 მოიგო.

2011 წელს ამ გუნდების დაპირისპირება ახალ ზელანდიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე, შედგა და ის მატჩი “სკოტების” გამარჯვებით 15:6 დასრულდა.

2016 წელს შოტლანდიელებმა 16:43 დაგვამარხეს, 2019 წელს 9:36. 2020 წლის შემოდგომის ერთა თასზე კი, ამ გუნდების დაპირისპირება შოტლანდიელთა გამარჯვებით 48:7 დასრულდა.

სარაგბო გვერდ “ოვალური სამყაროს” ექსკლუზიური ინფორმაციით, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები, რომ მსოფლიო თასის წინ საქართველოს კიდევ ერთი Tier 1-ის გუნდი ეწვიოს. სამე იმაშია, რომ არგენტინის ნაკრებს და პირადად მათ მთავარ მწვრთნელს მაიკლ ჩეიკას მსოფლიო თასის წინ მოსამზადებელი შეკრების გავლა საქართველოში სურს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეკრების გავლა, საქართველოს ნაკრებთან ტესტმატჩის გამართვასაც ითვალისწინებს, რომლის სავარაუდო მასპინძელიც ბათუმის “აჭარაბეთ არენა” იქნება.

“ბორჯღალოსნები” “არგენტინას” სულ 4-ჯერ შეხვდნენ. არგენტინელთა ეროვნულ გუნდზეა საუბარი, ზაფხულში არგენტინა XV-ს შევხვდით(სარეზერვო გუნდი). ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 2011 წლის მსოფლიო თასზე შედგა, როდესაც “პუმებმა” 7:25 მოიგეს. 2014 წელს თბილისის თასზე არგენტინამ 16:26 მოიგო, მაგრამ ეს ტურნირი ამხანაგური ხასიათის იყო და ტესტად არ ითვლება. 2015 წლის მსოფლიო თასზე ეს გუნდები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ამჯერად არგენტინამ დიდი ანგარიშით 54:9 მოიგო. 2017 წელს კი, არგენტინამ 45:29 მოიგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შახტარის მწვრთნელი: გოჩოლეიშვილი საქმეში უნდა ვიხილოთ

კოვტალიუკი დილაში ბრუნდება