საქართველოს ნაკრები ზაფხულში რუმინეთის გარდა კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. უკვე ზუსტად ვიცით, რომ 2 ივნისს თბილისში რუმინეთს ვეთამაშებით. დღეს კი ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან კობიაშვილმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ნაკრებმა ზაფხულში კიდევ ერთი მატჩი ითამაშოს და რომ მეტოქე ევროპის ჩემპიონატის მონაწილე იქნება.
“შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ საქართველოს ნაკრები, რუმინეთის გარდა, 6 ივნისს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩი სტუმრად გაიმართება, ოღონდ მეტოქის ვინაობას ჯერ ვერ გავამხელთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს ნაკრები ევრო 2020-ის მონაწილეა. ჩვენთვის ასეთი მაღალი დონის გუნდთან თამაში ძალიან მნიშვენლოვანი იქნება”, – თქვა ლევან კობიაშვილმა.
ლევან კობიაშვილი: სანიოლთან ერთად ნაკრებს მომავალი აქვს
GIPHY App Key not set. Please check settings