in

ზაფხულში ვესტ ჰემის მთავარი სამიზნე მიქაუტაძე იქნება

ცნობილი ბრიტანული გამოცემა CaughtOffside წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ვესტ ჰემის” მთავარი სამიზნე “ლიონისა” და საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის დამატება იქნება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია პრემიერ ლიგის ბინადარ გუნდთან დაახლოვებულმა წყარომ მიაწოდათ, თუმცა 24 წლის ჩვენებურისთვის ბრძოლაში “ჩაქუჩებს” ვულვზისა და “კრისტალ პალასის” სახით კონკურენტები ეყოლებათ.

ლონდონური გუნდის მთავარ მწვრთნელ გრემ პოტერს ფინანსური რესურსები და მისთვის საჭირო ფეხბურთელების მიყვანის საშუალება მიეცემა, ერთ-ერთ ასეთად კი ქართველი განიხილება.

CaughtOffside-სვე ინფორმაციით, მიქაუტაძემ იცის “ვესტ ჰემის” ინტერესი და აღფრთოვანებულია კლუბში გაწევრიანების პერსპექტივით, რადგან
ითამაშოს ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიცაა მუჰამედ კუდუსი და ჯაროდ ბოუენი.

შეგახსენებთ, რომ “ვესტ ჰემს” ქართველ თავდამსხმელს დიდი ხანია უკავშირებენ, მაგრამ ახლა სიტუაცია გაცილებით ნათელია და სავარაუდოდ, “ჩაქუჩები” ზაფხულში “ლიონს” ოფიციალური წინადადებითაც მიმართავენ.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, ლიონმა კონკურენტთან წააგო

ჩაკვეტაძემ სრულად ითამაშა, უოტფორდმა ვერ მოიგო