27 წლის ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე ტურნირზე დღეს საკვალიფიკაციო გაცურვები გაიმართა და ნადირაძემ 200 მეტრზე კანოეთი შეჯიბრში პირდაპირ ფინალის საგზური მოიპოვა.
კვარცხლბეკზე ასვლის შანსი აქვს 25 წლის ბადრი ყაველაშვილსაც, რომელიც 200 მეტრზე კაიაკით შეჯიბრში თავის გაცურვაში მე-4 შედეგი (37.566 წამი) აჩვენა და ბრიტანელ, შვედ და უკრაინელ ნიჩბოსნებს ჩამორჩა. ამგვარად, ყაველაშვილი ნახევარფინალში მოხვდა და ხვალ ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.
ფინალები ხვალ გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings