საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად და სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო ერთა ლიგა. ლამაზ სტილში დაამარცხა საკმაოდ ძლიერი მეტოქე. 4:1 ჩეხეთთან სახუმარო საქმე არ არის. მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თამაში შეაფასა.
და ჩვენ მოვიგეთ… საქართველომ ერთა ლიგა ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
ვილი სანიოლი:
„პირველი და ბოლო 10 წუთის გარდა ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო, სადაც იგრძნობოდა გუნდური სულისკვეთება, თამაშის კარგი ორგანიზება და ამბიციურობა.
ვულოცავ მოთამაშეებს, რადგან ძალიან კარგად იასპარეზეს. შესვენების დროს აქცენტი გავაკეთეთ რამდენიმე დეტალზე, რაც მეორე ტაიმში იყო გამოსასწორებელი. ფეხბურთელებმა ეს შესანიშნავად გააკეთეს.
ძალიან ბედნიერი მწვრთნელი ვარ. ახლა ალბანეთში მივემგზავრებით. პირველ ყოვლისა ძალები უნდა აღვიდგინოთ, რადგან დიდი ძალები დავხარჯეთ, რის შემდეგაც ყურადღებას გავამახვილებთ ალბანეთთან მატჩზე”.
GIPHY App Key not set. Please check settings