in

ვულვზის ფორვარდი რასიზმის მსხვერპლი გახდა

ინგლისური „ვულვზის“ ცენტრ ფორვარდი, ჰვონ ჰი-ჩანი, რასისტული შეძახილების ადრესატი გახდა. „ვულვზსა“ და პორტუგალიურ „ფარენსეს“ შორის გამართულ მატჩში, ჰვონი პენალტს ასრულებდა, როდესაც პორტუგალიელთა ქომაგმა ის რასისტული გამოძახილებით შეამკო და ამის შესახებ „ვულვზმა“ უეფაში საჩივარიც შეიტანა.

„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ საკითხზე გვიწევს უეფასთან თანამშრომლობა. ჰვონი რასიზმის მსხვერპლი გახდა და ჩვენ, აუცილებლად, მივმართავთ საჭირო ხალხს, რადგან რასიზმის ადგილი ფეხბურთში არ არის!“.

მგლებმა წინასასეზონო მზადება დაასრულეს და პრემიერ ლიგის პირველ ტურში, შაბათს, „ლიდს იუნაიტედის“ წინააღმდეგ, გასვლაზე ითამაშებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო მე-14 გუნდია: ფიბას ჟურნალისტებმა ევრობასკეტის მონაწილეები შეაფასეს

3-4 ნაკრებისგან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ქართველი ვარ, გავიზარდე საქართველოს ყურებაში… რატომ დასცინეს ზაზას სანდრო მამუკელაშვილის გამო