ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების წევრი სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ავსტრიაში გააგრძელებს, ჩვენთვის უკვე ნაცნობ გუნდში – „ვოლფსბერგერში“. კონტრაქტის პირობები შეთანხმებულია.
ხელშეკრულება ორწლიანია, კონტრაქტი ოფციონის წესით (2+1) გაფორმდება, რაც კლუბს ორი წლის შემდეგ ხელშეკრულების კიდევ ერთით გახანგრძლივების უფლებას მისცემს.
ალთუნაშვილი 26 წლისაა, საყრდენი ნახევარმცველია და კარიერის დიდი ნაწილი „საბურთალოში“ გაატარა (2014-21 წწ), ბათუმში კი 2021 წელს გადავიდა.
მოგეხსენებათ, „ვოლფსბერგერში“ უკვე თამაშობდა ქართველი, ლუკა ლოჩოშვილი ამ გუნდში 2020-22 წლებში იყო და შემდეგ აქედან იტალიის სერია ა-ში გადავიდა.
რაც შეეხება თავად „ვოლფსბერგერს“, გასულ სეზონში 21 ქულა მოაგროვა და 12 კლუბს შორის მე-9 ადგილი დაიკავა.
GIPHY App Key not set. Please check settings