in

ვოლკოვმა ულამაზესი გოლით გუნდი გადაარჩინა, გოჩოლეიშვილმა შეცვლაზე ითამაშა: ქართველების გუნდები პენალტებით გავიდნენ

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ სტუმრად ჩეხურ „ბანიკთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ პლეი-ოფში მაინც გავიდა.
პირველი თამაში დანიელებსაც 1:0 ჰქონდათ მოგებული, ამიტომ დამატებითიო დრო დაინიაშნა, ანგარიში არ შეცვლილა, პენალტების სერიაში კი „კოპენჰაგენმა“ 2:1 მოიგო.
გიორგი გოჩოლეიშვილი მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე.
პლეი-ოფში „კოპენჰაგენი“ შოტლანდიის „კილმარნოკს“ შეხვდება.

დავით ვოლკოვმა კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ოსიეკას“ ბოლო წუთზე გაუტანა და „ზირა“ პლეი ოფში გაიყვანა.
პირველი მატჩი ხორვატიაში 1:1 დასრულდა. სტუმრები 2:1-ს იგებდნენ, მაგრამ 90-ე წუთზე ვოლკოვმა ანგარიში ძალიან ეფექტურად, მაკრატელათი გაათანაბრა: საჯარიმოს ხაზთან ზურგით მიიღო ბურთი, ააგდო და კარში ზუსტად გაუშვა.
პენალტების სერიაში მხოლოდ 3 გოლი გავიდა, აზერბაიჯანულმა კლუბმა 2:1 მოიგო და პლეი ოფში „ომონიასთან“ ითამაშებს.
ვოლკოვი ძირითად შემადგელობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მან ყვითელი ბარათი მიიღო და თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა – 7.4.

ლადო მამუჩაშვილის „შერიფი“ ლიუბლიანის „ოლიმპიასთან“ გასვლაზე 0:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე „შერიფის“ განაცხადში ვერ მოხვდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართული ევროპა დასრულდა: იბერიამ წააგო და გავარდა

წიტაიშვილის კარგი დებიუტი ესპანეთში: გიორგი საუკეთესო იყო