in

ვლადიმირ ვაისი: ჩაკვეტაძეს 4 სანტიმეტრიანი ჭრილობა აქვს

სლოვაკეთის ჩემპიონატზე “რუზომბეროკთან” მოგებულ მატჩში (2:0) “სლოვანის” ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ქართველის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა:

“ჩაკვეტაძეს ძვლამდე ოთხსანტიმეტრიანი ჭრილობა აქვს. ამიტომ, სავარაუდოდ, მეტოქის მხრიდან უხეშობას ჰქონდა ადგილი. ჭრილობის გაკერვა მოუწიათ. ვფიქრობ, სერიოზულად არ დაშავებულა, მაგრამ ვნახოთ”.

რაოდენ დასანანია, არადა ბოლო პერიოდში ჩაკვეტაძე საუცხოო ფორმაში შევიდა და ძველი ჩავკე გაგვახსენა…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპულს კვარაცხელია და ოსიმენი ერთად უნდა: ტრანსფერები ზაფხულში იქნება

მიქაუტაძე ტურის სიმბოლურში!