2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი ჯერ არც განიხილავს, რომ მისი დასვენების დრო მოვიდა, პირიქით, იგი უმიზნებს კოპა ამერიკაზე თამაშს და შესაძლოა მომდევნო მუნდიალსაც. რატომაც არა?!
ლეო ამაზე CNN-ს რეპორტიორებს ბენჟამინ ბრაუნსა და ისი რონალდს ესაუბრა, რათა ფეხბურთისა და მესის გულშემატკივართათვის მისი სამომავლო გეგმები და ცნობილი იყოს.
„სანამ თავს კარგად ვგრძნობ და შემიძლია კარიერა გავაგრძელო, ვაპირებ, ისევ და ისევ, არგენტინასთან ერთად თამაშს. ერთადერთი, რაზეც დღეს ვფიქრობ, არის კოპა ამერიკაზე მოხვედრა და იქ თამაში“, – ამბობს მესი.
„დრო გვიჩვენებს ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან იმ დროისათვის ისეთ ასაკში ვიქნები, რომ შესაძლოა მუნდიალზე თამაშის შესაძლებლობა არ მომეცეს.
მე ვარ ის ფეხბურთელი, რომელმაც ყოველთვის იცის როდის რა შეუძლია და რა აღარ“.
2021 წლის კოპა ამერიკაზე გამარჯვება მას შემდეგ მოვიდა, რაც მესის და არგენტინას ხელი არაერთხელ მოეცარათ. მათ ზედიზედ სამი ფინალი წააგეს – 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, 2015 წლის თასი და 2016 წლის კოპა.
„ამდენი წლის ტანჯვის შემდეგ, ახლა, როდესაც ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პერიოდი, მსურს დავტკბე და მივიღო დიდი სიამოვნება ამ მომენტებისგან. გუნდში თავს კარგად ვგრძნობ, ის უძლიერესი და ერთიანია, მათთან ერთად ყოფნა კი მე ძალიან მსიამოვნებს“.
ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მესი ატლანტის ოკეანეს მეორე მხარეს გადავიდა, შეუერთდა „ინტერ მაიამის“ და ფეხბურთისადმი ამერიკელების ინტერესის ახალი ტალღა გამოიწვია. მან იცის, რომ წავიდა „პატარა ლიგაში“, როდესაც ის MLS-ში მივიდა და თქვა, რომ ეს მისი პირადი საქმეა თუ როგორ გაუმკლავდება.
ივლისში მესის მისვლის შემდეგ „ინტერმა“ დაიწყო სარეკორდო 12- მატჩიანი წაუგებელი სერია და მოიგო თავისი ლიგის თასი, მაგრამ შვიდი მატჩი მოგების გარეშე დაასრულა, მესი კი გარკვეული პერიოდი ტრავმის გამო დააკლდა.
„შესაძლოა კოპა ამერიკაზწ კარგად ვიასპარეზო და ყველაფერი გამომივიდეს, შეიძლება პირიქით მოხდეს. რთულია, რაიმეს წინასწარ დაზუსტებით განსაზღვრა“ – განაცხადა მესიმ.
„მსოფლიო ჩემპიონობამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და ვიცოდი, რომ მე ყველაფრის მიღწევა შემეძლო“ – დაამატა აწ უკვე ყველაფრის მომგებმა ლეომ.
GIPHY App Key not set. Please check settings