in

ვიცით რა მნიშვნელობის თამაშებია: რა მოლოდინი აქვს კიტეიშვილს

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში, საგურამოში დასკვნითი ვარჯიში გამართა.

ვარჯიშამდე ოთარ კიტეიშვილმა მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა.

ოთარ კიტეიშვილი:

„რამდენიმე დღეა, რაც ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. ბოლო ორი დღეა შედარებით ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ მოახლოებულ შეხვედრებს. გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელობის თამაშები გველის. ჯგუფის გადამწყვეტი ფაზაა და აუცილებელია მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენება დადებითი შედეგის მისაღწევად.

განსხვავებული მატჩები ჩავატარეთ. ოქტომბერში, უფრო მეტად დაცვიდან გვეთამაშებოდნენ მეტოქეები და ნაკლებ სივრცეს გვიტოვებდნენ. მსგავსი მოლოდინი გვაქვს მოახლოებულ შეხვედრებშიც, თუმცა უკრაინაც მოსაგებად იბრძოლებს, ჩვენ კი, ჩვენს თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ”.

დღეს, საქართველოს ნაკრები ბათუმში მიემგზავრება, სადაც უკრაინასთან შეხვედრის მასპინძელ აჭარაბეთ არენაზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეროვნულმა ბანკმა ნაკრებს „ევრო 2024“-ის  საკოლექციო მონეტები გადასცა

იმედია, რაც დაგეგმილი გვაქვს, მოედანზე გადავიტანთ: ზურიკოს ბათუმი მოენატრა