in

ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის: ნაკრებმა ავსტრიაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა – ფოტო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიულ შეკრებაზე სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა.

ფრანგულ მეცთან ერთად საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, ეროვნულ გუნდს გაინბერგში გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. 6 ივნისს საწვრთნელ პროცესში 26 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საბა კვერკველია გუნდთან ერთად ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

მოსამზადებელი ეტაპის და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ ისაუბრა.

საბა ლობჟანიძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი):
“ევროპის ჩემპიონატისთვის ძალიან კარგ ადგილას ვემზადებით. გუნდში მშვენიერი გარემოა და სრულად ვართ მოტივირებულები. გაცნობიერებული გვაქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი ჩვენთვის და მთლიანად საქართველოსთვის.

პირადად ჩემთვის საკლუბო დონეზე ახლა შუა სეზონია, ბევრი მატჩი ჩავატარე და კარგ ფორმაში ვარ. ვემზადებით ტურნირისთვის და ველოდებით ჯგუფურ ეტაპს. ნაკრები ერთი ოჯახია, უკვე დიდი ხანია ერთად მოვდივართ. ვარჯიშებზეც ჩანს ჩვენი განწყობა, ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ შენიშვნების თუ გამხნევების სახით. ეს ყველაფერი ეხმარება გუნდს.

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის წინ მოლოდინი დიდია. დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველი ერთნაირი ემოციით ველოდებით ევროპის ჩემპიონატს”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელია საუკეთესო იყო – ვირტუსმა ოვერტაიმში წააგო

ბოსტონი ფინალურ სერიაში დაწინაურდა