in

ვიღას ახსოვს ბიტკოინი: ALLSTARSTRADE ფეხბურთელებით ვაჭრობს

ფინანსურ მარკეტში უამრავი კრიპტოვალუტა და მონეტა გვაქვს, რომელთა მეშვეობით ხალხი უამრავ დოლარს გამოიმუშავებს (ან კარგავს). ცოტა ხნის წინ, დაგვემატა NFT, რომლის არსიც ჯეროვნად ვერავინ ამოხსნა, მაგრამ ხეირი აქაც არის. ჰოდა, აკაშ გარუმ შექმნა საიტი, სადაც შეგიძლიათ ივაჭროთ რეალური ფეხბურთელებით და მათი ფასიც მოედანზე ნაჩვენები პერფორმანსის პირდაპირპროპორციულია.

2021 წლის მარტში შეიქმნა “Football INDEX” – ხალხს შეეძლო სასურველი მოთამაშე კონკრეტულ ფასად შეეძინა, მაგრამ სისტემამ კოლაფსი განიცადა, უამრავმა ადამიანმა დაკარგა ფული და პლატფორმამაც 1 კვირაში არსებობა შეწყვიტა.

ამ ამბიდან მალევე, აკაშ გარუმ პროექტი დატოვა, მაგრამ აქ უკვე “ALLშთAღშ თღADE” – იწყებს ცხოვრეას. როგორ ხდება ფულის გენერირება? – პრინციპი მარტივია, სასურველ მოთამაშეს შეიძენ და აკვირდები კვირიდან კვირამდე თავს როგორ გამოიჩენს, ანდაც სეზონის ბოლოს თუ უფრო დიდ გუნდში გადავა მსუყე კონტრაქტით დიდ ფინანსურ სარგებელს ნახავთ, თუმცა, ცხადია, რისკებიც ძალიან დიდია. ზოგადად, ფინანსურ მარკეტში სავაჭრო ობიექტის შეძენისას თქვენ მისი მფლობელი ხდებით, მაგ: ოქრო, ბიტკოინი, ნავთობი, შაქარი, ანდაც ნფტ სურათი, თუმცა აქ განსხვავებული სქემაა, რადგან ლეო მესის ვერავინ მოგყიდით.
რა ხდება წარმატებული ვაჭრობის შემდეგ?
„ყველაფერი მარტივადაა. მოთამაშის ნაჩვენები პერფორმანსი და მასზე მოთხოვნა განაპირობებს ფასს. ყველაზე კარგი ისაა, რომ თქვენ ნებისმიერ წამს შეგიძლიათ დახუროთ პროცესი და მიიღოთ თქვენი მოგება“ – ამბობს გარუ.

როდესაც ვებსაიტს ეწვევით, ნახავთ, რომ გაფრთხილებენ: „თანხის დაკარგვის ალბათობა, 60-70% ია“.
მიზეზიც ტრივიალურია, რადგან ერთია ფეხბურთის ცოდნა და მეორე ფინანსურ მარკეტზე ვაჭრობა. ამის საპირწონედ, გარუმ სხვადასხვა ღონისძიება დაგეგმა: ტრეინინგი, სემინარი, შეხვედრა და სხვა. ინტერესის ძირითად ობიექტს ნიგერია წარმოადგენს, რადგან ბიტკოინის მფლობელთა 70% სწორედ ნიგერიიდან არიან, შესაბამისად, ესპანეთსა და ინგლისზე საინტერესო ბაზარიც კი ეთქმის.

გარდა ამისა, შეიქმნა ოჯახის კიდევ ერთი წევრი- „ALLSTARS DIGIთAL”. სახელითვე მიხვდებით, რომ წინამდებარე კომპანიასთან სერიოზული კავშირი აქვს და ასეც არის, ოღონდ ერთი განსხვავებით. დიჯიტალის მიზანი ყველაფრის მონეტიზაციაა. მათ თავისივე მონეტა შექმნეს, “ALLSTARS TOKEN”, რომელიც მალე ჩაეშვება პროცესში და ექნება ღირებულება დოლარში. შესაბამისად, თქვენი მოთამაშე თუ გაიტანს ბევრ გოლს, გამოიმუშავებთ ბევრ მონეტას, რაც დოლარებში ითარგმნება.

აქვე კიდევ ერთი ციტატა ახალშექმნილი კომპანიისგან.
„შანსი, რომ ჰობი შემოსავლის წყაროდ აქციო. თუკი გჯერა ვინ იქნება საუკეთესო მოედანზე შეგიძლია იხეირო. დააკვირდი მოთამაშეების კარიერას და იმანიპულირე მატჩიდან მატჩამდე. შეიქმენი სავაჭრო პორტფოლიო და გაერთე შენს მსგავს ხალხთან ერთად“.
ყველაფრის ლაიტმოტივი ისაა, რომ ამ სფეროში ფულის შოვნა შესაძლებელია, თუმცა ძირითადი მესიჯი მაინც გართობა და დროის გატარებაა. მოკლედ, ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სუფთა დრო, დაუთვლელი შეცვლები, გაძევება 5 წუთით, აუტი ფეხით – ფეხბურთში ახალ წესებს გამოცდიან

რუსთავმა ვალენსიას ფიფაში დავა მოუგო: კლუბი მამარდაშვილისთვის კომპენსაციას მიიღებს