PopFoot – მონუმენტალურ საფეხბურთო აღრიცხვებს აკეთებს. მაგალითად, არსებობს 21-ე საუკუნეში პრემიერლიგის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელების რეიტინგი, საუკუნის 20 ტოპ-მეკარე მშრალი მატჩების მიხედვით და ა.შ.
აი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეიტინგი – ევროპული კლუბების საშუალო დასწრება 21-ე საუკუნეში. კოვიდმა გარკვეული გავლენა მოახდინა, მაგრამ საერთო სურათი არ იცვლება. კონტექსტისთვის კი დამატებულია თითოეული სტადიონის ტევადობა.
PopFoot-მა ერთბაშად 40 კლუბი გამოაჭენა. ბოლოდან მოვყვეთ.
• 40. «ნიურნბერგი» – 34 116
• 39. «ნაპოლი» – 34 557
• 38. «ასტონ ვილა» – 35 429
• 37. «ატლეტიკი» – 36 228
• 36. «ევერტონი» – 37 023
• 35. «ჰანოვერი» – 37 187
• 34. «სანდერლენდი» – 37 516
• 33. «ვესტ ჰემი» – 37 871
• 32. «ლიონი» – 37 933
• 31. «ვერდერი» – 38 526
• 30. «ატლეტიკო» – 39 015
• 29. «ვალენსია» – 39 286
• 28. «ტოტენჰემი» – 39 288
• 27. «აინტრახტი» – 40 239
• 26. «ბენფიკა» – 40 287
• 25. «ჩელსი» – 40 871
• 24. «პსჟ» – 41 238
• 23. «რომა» – 42 875
• 22. «ფეიენოორდი» – 43 222
• 21. «კიოლნი» – 43782
აი პირველი ოცეული:
„ბორუსია“ გლადბახი – 44 520 / 54 022
„რეინჯერსი“ – 44 933 / 50 817
„შტუტგარტი“ – 445 384 / 60 441
„სიტი“ – 45 408 / 55 097
„ლივერპული“ – 45 526 / 53 394
„ჰერტა“ – 46 542 / 74 475
„მარსელი“ – 47 915 / 67 394
„აიაქსი“ – 48 175 / 56 120
„ნიუკასლი“ – 50 424 / 52 305
„მილანი“ – 50 899 / 80 018
„ჰამბურგი“ – 51 341 / 57 000
„სელტიკი“ – 51 802 / 60 411
„ინტერი“ – 51 853 / 80 018
„არსენალი“ – 53 372 / 60 260
„შალკე“ – 60 456 / 62 271
„ბაიერნი“ – 66 324 / 75 024
„ბარსელონა“ – 68 864 / 99 354
„მანჩესტერი“ – 69 488 / 74 140
„რეალი“ – 70 016 / 81 044
„ბორუსია“ დორტმუნდი – 76 155 / 81 365
მიუხედავად სამხრეთ ტრიბუნის მცირედი შემცირებისა (მინუს 1500 დასადგომი ადგილი 2005 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ) „სიგნალ იდუნა პარკი“ ყველაზე დასწრებადი სტადიონია ევროპაში. საშუალო დასწრება თითქმის მაქსიმალურია – 76 155 მაყურებელი 81 359 ტევადობისას.
დააკვირდით „სიტის“: ამ გუნდს მცირედი გულშემატკივრების გამო მუდმივად დასცინოდნენ, ახლა კი თვით “ლივერპულს“ მიუახლოვდნენ.
მთლიანობაში რეიტინგში პრემიერლიგის 10 კლუბია, მაგრამ გერმანელები დომინირებენ. „ჰამბურგი“ და „ჰანოვერის“ პოზიციებიც კი მშვენიერია, არადა მეორე ბუნდესლიგაში ყურყუტებენ.
ტოპ 20-ში ვერ მოხვდნენ პსჟ, „ჩელსი“, „ატლეტიკო“. ლონდონელებისა და პარიზელების შემთხვევაში ასეთი შედეგი სტადიონის მცირე ტევადობის გამოა – 41 631-იანი „სტემფორდ ბრიჯი“ და 47 929-იანი „პარკ დე პრენსი“.
GIPHY App Key not set. Please check settings