კატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც 2027 წელს კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, დღეს საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართა. ევროპის 32 ნაკრები 8 კალათაში განაწილდა, საიდანაც 24 საუკეთესო მეორე ეტაპზე გადაინაცვლებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 საუკეთესო გავა.
საქართველო მოხვდა A ჯგუფში ესპანეთთან და 2 ნაკრებთან, რომელთა ვინაობაც მომავალ აგვისტოში გაირკვევა.
საქართველო მსოფლიოსთვის დააწყვილეს: აქაც ესპანეთი, კიდევ ორი… გასარკვევია
საკვალიფიკაციოს A ჯგუფში საქართველოსა და ესპანეთთან ერთად ითამაშებენ წინა-საკვალიფიკაციო ტურნირის A ჯგუფის (სლოვაკეთი, შვეიცარია, უკრაინა) გამარჯვებული და D ჯგუფის (დანია, ნორვეგია, ხორვატია) მეორეადგილოსანი.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 2025 წლის ნოემბერში დაიწყება. თითოეული (8) ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო გადაინაცვლებს. ეს 24 კვალიფიცირებული ნაკრები 2026 წლის აგვისტოში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს და 2027 წლის თებერვალში 12 საუკეთესოს გამოავლენს, რომლებიც მუნდიალზე გავლენ.
ცნობილია დაწყვილებული ჯგუფებიც, რომელთა 3-3 საუკეთესოც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში გაერთიანდება. პირველი საკვალიფიკაციოდან გასულ გუნდებს ერთმანეთთან ნაჩვენები შედეგები მეორე ეტაპზე გადაყვებათ და დაუპირისპირდებიან მეწყვილე ჯგუფის 3 საუკეთესოს. ანუ ჩვენი ჯგუფის 3 საუკეთესო გაერთიანდება B ჯგუფის 3 საუკეთესოთან და ამ 6 ნაკრებიდან 3 საუკეთესო მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს. B ჯგუფში არიან: საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და ჩრდ.მაკედონია/უნგრეთი/რუმინეთის საკვალიფიკაციოდან გამარჯვებული.
ცნობილია კალენდარიც:
27 ნოემბერი
საქართველო VS უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი
30 ნოემბერი
ესპანეთი VS საქართველო
27 თებერვალი, 2026
ხორვატია/დანია/ნორვეგია VS საქართველო
2 მარტი
საქართველო VS ხორვატია/დანია/ნორვეგია
2 ივლისი
უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი VS საქართველო
5 ივლისი
საქართველო VS ესპანეთი

GIPHY App Key not set. Please check settings