სანდრო ტონალი პრემიერლიგის ყველაზე გაუფასურებული ფეხბურთელია.
Transfermarkt-მა სეზონის შემოდგომის ნაწილის შემდეგ ახალი რეიტინგი წარადგინა.
ფასი ყველაზე მეტად „ნიუკასლის“ ნახევარმცველს დაუვარდა, რომელიც ფეხბურთზე ფსონების დადების გამო 10 თვით არის დისკვალიფიცირებული.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე გაუფასურებული ფეხბურთელების ხუთეულში „მანჩესტერის“ ერთბაშად 5 ფეხბურთელი მოხვდა.
პრემიერლიგის ტოპ-10 ყველაზე გაუფასურებული ფეხბურთელი:
- სანდრო ტონალი („ნიუკასლი“, მინუს 20 მლნ ევრო, აქტუალური ფასი – 40 მლნ).
- მეისონ მაუნტი („მანჩესტერი“, მინუს 15 მლნ, 45 მლნ).
- ანტონი („მანჩესტერი“, მინუს 15 მლნ, 35 მლნ).
- კევინ დე ბრუინი („სიტი“, მინუს 10 მლნ, 60 მლნ).
- კაზემირო („მანჩესტერი“, მინუს 10 მლნ, 30 მლნ).
- ტომას პარტი („არსენალი“, მინუს 10 მლნ, 25 მლნ).
- რაფაელ ვარანი („მანჩესტერი“, მინუს 10 მლნ, 25 მლნ).
- უესლი ფოფანა („ჩელსი“, მინუს 8 მლნ, 32 მლნ).
- ჯეიდონ სანჩო („მანჩესტერი“, მინუს 7 მლნ, 25 მლნ).
- ემილიანო ბუენდია („ასტონ ვილა“, მინუს 6 მლნ, 22 მლნ).
GIPHY App Key not set. Please check settings