in

ვის არ მოსწონს კვარაცხელია? კიდევ გააჩნია მოტივაცია, რომ ჯადოქრობები ჩაიდინოს… ნაპოლის ოსიმენის პრობლემა ექმნება

FILE PHOTO: Soccer Football - Serie A - Napoli v Fiorentina - Stadio Diego Armando Maradona, Naples, Italy - May 7, 2023 Napoli's Khvicha Kvaratskhelia in action Fiorentina's Nikola Milenkovic REUTERS/Ciro De Luca/File Photo

“გალათასარაის” 37 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა დრის მერტენსმა “გაძეტა დელო სპორტთან” ინტერვიუში
თავის ყოფილ გუნდზე, “ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ვის არ მოსწონს კვარაცხელია? ხალხი სტადიონზე მისნაირი ფეხბურთელების სანახავად მიდის. სანახაობრივად თამაშობს და შთამბეჭდავია. 2023 წლის ჩემპიონის ტიტული დიდწილად მისი დამსახურებაა“.

“ნაპოლის” ყოფილი მცველი კალიდუ კულიბალი Corriere Dello sport-ს ესაუბრა და მან მცირე კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებითაც გააკეთა.
“ხვიჩა როგორც თავადაა დიდებული, ისე ბრწყინვალედ ჩაატარა მთლიანი ევროპის ჩემპიონატი. იმედი მაქვს, მას კიდევ დიდი მოტივაცია გააჩნია, რომ ის ჯადოქრობები ჩაიდინოს, რასაც 2 წლის წინ აკეთებდა. ეს კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – თქვა კულიბალიმ.

სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე “ნაპოლი” და პსჟ შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
პსჟ-მ უარი თქვა გარიგებაში ნახევარმცველ კან-ინ ლის ჩართვაზე, ნიგერიელში გამოსასყიდის (120-130 მილიონი ევრო) გადახდას არ აპირებენ და ისეთი ვითარებაა, რომ მხარეები ვერ მორიგდებიან.
აგრეთვე აღნიშნულია, რომ პარიზელები თავიანთი თავდამსხმელებით – რანდალ კოლო მუანით და გაბრიელ რამუშით კმაყოფილები არიან.
მწვრთნელს ანტონიო კონტეს სასწრაფოდ უნდა რომელუ ლუკაკუ თავის გუნდში გადაიყვანოს, მაგრამ ვიდრე ოსიმენის საკითხი არ გადაწყდება, ამას ვერ შეძლებს. ერთი სიტყვით, არაა გამორიცხული, ვიქტორი ვერსადაც ვერ წავიდეს და კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული წლიური გასამრჯელოს, 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწიოს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ დავნებდი, ვიბრძოლე და მოვახერხე დაბრუნება… ახლა საქმეს უნდა მივხედოთ – რატომ აირჩია მიქაუტაძემ ლიონი

ამიტომაც იმსახურებს ოქროს ბურთს… ილია თოფურიას ფავორიტი ჰყავს, ქართველზე კი ფილმი გადაიღეს და სექტემბერში გაუშვებენ