in

ვისაუბრეთ, რომ ხალხს დავუფასოთ სიყვარული და გვერდში დგომა: ტაბატაძეს ნაკრებში მეგობრული განწყობა დახვდა

დღეს საქართველო მსოფლიოს შესარჩევში ესპანეთს უმასპინძლებს. ვილი სანიოლმა ამ შეკრებაზე ახალწვეულებსაც უხმო, ხოლო ერთ-ერთი მათგანი, იური ტაბატაძე მატჩის წინა პრესკონფერენციაზეც იახლა.

იური ტაბატაძე:

„მოხარული და მადლიერი ვარ ნაკრებში გამოძახებით. გუნდში იდეალური განწყობაა. ძალიან ბევრ ფეხბურთელს ასაკობრივი ნაკრებიდან ვიცნობ. გამოცდილი მოთამაშეებიც საოცრად მეგობრულები არიან და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ერთი თაობის მოთამაშეები ვართ.

განვლილი წელი ჩემთვის ძალიან დადებითი იყო. სეზონი იბერიაში ძალიან კარგად მიდიოდა, კარგი სტარტი მქონდა კადისშიც, რაც ნაკრებში საოცნებო გამოძახებით გაგრძელდა. თუმცა, დრო ჯერ კიდევ არის, რომ კიდევ უფრო მეტს მივაღწიო. ორი წლის წინ, როდესაც პირველად წავედი საქართველოდან, საქმე კარგად არ წამივიდა. გავიდა დრო, გავაანალიზე შეცდომები და პირველ რიგში საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, არ დაკარგო თავდაჯერება და გახსოვდეს, ვინ ხარ და რა შეგიძლია.

ერთმანეთის სიყვარულით, შრომით და თავდადებით ყველაფერი შესაძლებელია. ამ ნაკრებს კიდევ ბევრი სიხარულის მოტანა შეუძლია ხალხისთვის. ბიჭებთან ვსაუბრობდით, რომ ამ ორ თამაშში ხალხს დავუფასოთ ის სიყვარული და გვერდში დგომა, რაც აქამდე გვანახეს და ამისთვის მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვაქვს ამბიცია, რომ ესპანეთთან ბოლო მატჩთან შედარებით უფრო ემოციურები ვიყოთ

ვიდეო: შენგელიამ ევროლიგაში ყოფილს მოუგო – ბარსამ ვირტუსი დაამარცხა