in

ვირტუსმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და გალიდერდა

იტალიის სერია A-ში საკვანძო მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა”. ბოლონიური კლლუბი მილანში უშუალო კონკურენტ “არმანის” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 70:66 დაამარცხა.

„ვირტუსი“ თავიდანვე ფლობდა უპირატესობას და პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ გამარჯვება რეალური იყო. გადამწყვეტ მომენტში, თანაბარი თამაშისას მეტი სიზუსტე ბოლონიელებმა გამოავლინეს და ოთხი ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.

შენგელიამ 23 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. „ვირტუსში“ მასზე მეტი, 12 ქულა მარკო ბელინელის ჰქონდა.

22 ტურის შემდეგ შენგელიას გუნდს 18 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორეა „მილანი“, რომელსაც ერთით ნაკლები მოგება აქვს. სერია A-ში „ვირტუსი“ მომდევნო მატჩს 26 მარტს „პესაროს“ წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სადაა საქართველო? – ევროპის თავში! ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს

მამუკელაშვილის 7 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი და სან ანტონიოს საოცარი გამარჯვება