ევროლიგის მე-5 ტურში ბოლონიას “ვირტუსმა” მადრიდის “რეალი” სტუმრად 95:92 დაამარცხა.
მოგეხსენებათ, იტალიური მედია ვარაუდობდა, რომ თორნიკე შენგელია სწორედ “ბლანკოსთან” დაბრუნდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ქართველ კალათბურთელმა ვერ მოახერხა სრულად ტრავმის მოშუშება.
“ვირტუსის” მხრიდან საუკეთესო იფე ლუნდბერგი გახლდათ, რომელმაც თავი 18 ქულით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ისმაილ ბაკომ გუნდს 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა.
მადრიდელთა შემადგენლობიდან ალეხანდრო დეკმა თავი 28 ქულით, 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, 5 ტურის შემდეგ ორივე გუნდს
2 მოგება და 3 მარცხი აქვს. ბოლონიელები შემდეგ მატჩს “ლიონთან” 5 ნოემბერს ჩაატარებენ, ესპანელები 3 ნოემბერს მილანის “ოლიმპიას” ესტუმრებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings