in

ვირტუსმა მოიგო და სხვაობა შეამცირა, შენგელიამ 4 ქულა აიღო

იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ჩამორჩენა შეამცირა.

„ვირტუსმა“ პირველი ორი მატჩი მილანში წააგო. მესამე შეხვედრაში კი ბოლონიელებმა მეტოქეს შინ უმასპინძლეს და აჯობეს – 69:61.

შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 4 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრაა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პერიმეტრიდან 3-ჯერ არაზუსტად ისროლა, საშუალო დისტანციიდან კი 3-იდან 2 ჩააგდო. ბურთი 9-ჯერ მოხსნა.

მეოთხე მატჩი ისევ ბოლონიაში 16 ივნისს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მომზადებულები ვარ, ყველა კარგ ფორმაშია: საქართველო დღეს მიფრინავს

ნიდერლანდებმა იაპონიასთან ითამაშეს და საბოლოო განაცხადი თქვეს