in

ვირტუსმა ერთ-ერთი კონკურენტი ბრეშა გაანადგურა: შენგელიამ 25 წუთში 8 ქულა აიღო

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ბრეშას უმასპინძლა და პირველ წრეში მარცხისთვის რევანში აუღო. ბოლონიელებმა მეტოქე დამაჯერებელი სხვაობით – 94:67 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 8 ქულის, 4 მოხსნისა, 7 პასის, 1 დაფარებისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოახერხა. თორნიკემ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

ვირტუს ბოლონია მეტოქეს პირველივე მეოთხედში 10 ქულით გაექცა. დიდ შესვენებამდე სკაფატიმ სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ბოლო პერიოდის დაწყებამდე შენგელიას გუნდი 16 ქულით გავიდა წინ და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

20 შეხვედრაში ვირტუსს 15 მოგება და 5 მარცხი აქვს და ცხრილის სათავეში ბრეშასთან ერთად იმყოფება. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი იტალიის ლიგის თასზე 15 თებერვალს გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა ისევ უნდა მოიმწყვდიონ: ხვიჩას მილანისთვის ჯერ არ გაუტანია – მილანი-ნაპოლის წინათქმა

ნაპოლიმ მილანთან 10 წლის შემდეგ წააგო: ხვიჩა ერთ-ერთი საუკეთესო იყო