in

ვირტუსი უშუალო კონკურენტთან ოვერტაიმში დამარცხდა

იტალიის სერია A-ს ერთ-ერთმა მოწინავე გუნდმა, თორნიკე შენგელიას ვირტუსი უშუალო კონკურენტთან დამარცხდა. ბოლონიელებმა მათსავით 8 მოგებისა და 3 მარცხის მქონე ვენეციას უმასპინძლეს და დამატებით დროში, მინიმალური სხვაობით – 84:85 დამარცხდნენ.

მატჩი ვენეციელთა უპირატესობით დაიწყო, სტუმრებმა პირველი მეოთხედი 23:15 მოიგეს. მეორე და მესამე მეოთხედში „ვირტუს ბოლონიამ“ შეხვედრაში ეტაპობრივად დაბრუნება მოახერხა. ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მეოთხე მეოთხედში, როდესაც „ვენეცია“ 10 ქულითაც კი იყო წინ, თუმცა მასპინძლებმა თამაშის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხეს – 80:80.

ოვერტაიმის დასრულებამდე 17 წამით ადრე ვირტუსი წინ იყო – 84:83, თუმცა „ვენეციის“ მოთამაშემ, კანადელმა ვილტიემ გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

შენგელია ტრადიციულად „ვირტუსის“ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თორნიკემ 10 ორქულიანიდან 5 ჩააგდო, 2 სამიანიდან კი 1 გამოიყენა.

ამ წაგებით „ვირტუს ბოლონია“ მე-4 ადგილზე დაეშვა. შენგელიას გუნდი მომდევნო ტურში, 23 დეკემბერს, სტუმრად პისტოიას დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესეც თქვენ: ხვიჩას სიმშვიდე სჭირდებოდა – დავიცვათ კვარაცხელია…

ვიდეო: შერმადინის MVP-ის ტიტული სტუმრად მოგებულ მატჩში