in

ვირტუსი ტორტონასთან დამარცხდა და სერიის გამარჯვებულს მე-5 მატჩი გადაწყვეტს

Tornike Shengelia Bertram Yachts Derthona Tortona Basket - Segafredo Virtus Bologna LBA Legabasket Serie A UnipolSAI 2023/2024 Playoff - Quarti di Finale - Gara 4 Casale, 18/05/2024 Foto AlessiaDoniselli / Ciamillo-Castoria

იტალიის სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ ვირტუს ბოლონიას მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გაუთანაბრეს. თორნიკე შენგელიას გუნდი, რომელიც ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, რეგულარულიში მე-8 ადგილზე გასულ ტორტონას ეტოქება და საქმე იქამდე მივიდა, რომ გამარჯვებული მე-5 მატჩში გამოვლინდება. ორტონამ მოახერხა და სერიის მეორე საშინაო მატჩიც მოუგო ვირტუსს – ამჯერად 82:75 და ანგარიში 2:2 გახადა.

შენგელია სასტარო ხუთულში იყო, თუმცა მოედანზე 17 წუთი დაჰყო და 4 ქულასთან ერთად 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ბოლონიელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ავუდუ აბასი, სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა მარკო ბელინელიმ 11 ქულა დააგროვ.

სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი 20 მაისს, ბოლონიასი გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცოტაც და… როდის იტყვის სანიოლი საევროპო შემადგენლობას

დავითაშვილს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და მისით ბევრი მაღალი დონის კლუბი დაინტერესდება