in

ვირტუსი მილანში ბრძოლაში დამარცხდა, შენგელიამ 13 ქულა ჩააგდო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 80:82 დამარცხდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უკანასკნელ მეოთხედში ანგარიში რამდენჯერმე თანაბარიც იყო, თუმცა ქართველი კალათბურთელის გუნდმა გადამწყვეტი ქულების აღება ვერ მოახერხა.

თორნიკე შენგელიამ მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 6 შედეგიანი პასი და 5 მოხსნა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5 ორქულიანი და ერთი სამქულიანი ჩააგდო.

„ვირტუსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი მარკო ბელინელი იყო 16 ქულით. რაც შეეხება „მილანოს“, მასპინძლებს ნიკოლო მელიმ ულიდერა 15 ქულით.

ამჟამად „ვირტუს ბოლონიას“ 8 მოგება და 3 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი Lega A-ში მეორე ადგილზეა. შენგელიას გუნდი მხოლოდ „ბრეშას“ ჩამორჩება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის 13 ქულა და ტენერიფე ვიტორიაში დამარცხდა

ქართველი ჯადოქარი ძირითადს დაუბრუნდა, იტალიაში ჩვენები ერთმანეთს სკამზე შეხვდნენ – ლეგიონერები