in

ვირტუსი ისევ ჩამორჩა, თოკომ 2 ქულა აიღო: შემდეგი ბოლონიაშია

ბოლონიის „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი „მილანთან“ სტუმრად ჩაატარა და 72:79 დამარცხდა.

ამ მოგებით მილანელები საერთო ანგარიშში წინ გავიდნენ – 3:2. ფინალური სერია ოთხ მოგებამდეა, ასე რომ, „ვირტუსს“ მეტის წაგების უფლება აღარ აქვს. მე-6 შეხვედრა 21 ივნისს ბოლონიაში გაიმართება. თუ ანგარიში ისევ გათანაბრდა, მაშინ გადამწყვეტი თამაში მილანში გაიმართება. გაგახსენებთ, რომ ჯერჯერობით ამ სერიაში სულ მასპინძლები იგებენ.

თორნიკე შენგელიამ მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

პირველი მეოთხედი ბოლონიელებმა ორი ქულით წააგეს, მეორე პერიოდში „მილანმა“ უპირატესობა კიდევ გაზარდა და დიდ შესვენებამდე 5ქულიანი უპირატესობა გავიდა.

„ვირტუსს“ თამაშის გადარჩენა ბოლო მეოთხედში შეეძლო, ერთ ეპიზოდში ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდეც შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ „მილანმა“ მაინც მოახერხა დაძაბული შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აქაური ატმოსფერო ჩვენს ახალგაზრდებს ვერ დათრგუნავს, ყველანი კარგად ვართ

პატივს ვცემთ საქართველოს, კარგ ფორმაში არიან, მაგრამ მოგება გვინდა – შოტლანდიის მწვრთნელი