in

ვინ წაიყვანს მუნდიალის წილისყრას: ტრამპიც იქნება

დონალდ ტრამპი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრას დაესწრება.

ღონისძიება ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, 5 დეკემბერს გაიმართება.

პრეზიდენტ ტრამპის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა: „პრეზიდენტი ტრამპი პარასკევს კენედის ცენტრში წილისყრას დაესწრება“.

წილისყრაში მონაწილეობას ცნობილი ამერიკელი სპორტსმენებიც მიიღებენ.

ღონისძიებას „მანჩესტერის“ ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი და ჟურნალისტი სამანტა ჯონსონი გაუძღვებიან.

მათ დაეხმარებიან „ედმონტონ ოილერსის“ ყოფილი ფორვარდი უეინ გრეცკი, „ლეიკერსის“ და „მაიამი ჰიტის“ ყოფილი ცენტრი შაკილ ო’ნილი, „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის“ ყოფილი ფეხბურთელი ტომ ბრედი და „იანკისის“ ბეისბოლისტი აარონ ჯაჯი.
თითოეული მათგანი თითო კალათას მიხედავს.

სტუმრებს შორის იქნებიან სუპერმოდელი და ემის გამარჯვებული ჰეიდი კლუმი, მსახიობი დენი რამირესი, ასევე ცნობილი მომღერლები ანდრეა ბოჩელი, ნიკოლ შერზინგერი და რობი უილიამსი.

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის ზაფხულში შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე პენალტებით გავიდა, გოჩოლეიშვილი პენალტებით გავარდა: კიტემ ლიდერობა დაკარგა – ლეგიონერები

ფოტო: Lego-მ მსოფლიო ჩემპიონატის თასი გამოუშვა – 2842 დეტალი და ჩემპიონების რეკლამა