in

ვინ როგორ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე: გუნდები შეაფასეს და სიმბოლური ნაკრებებიც შეადგინეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შეჯამებებიც დაიწყეს.

ESPN-მა შეაფასა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ყველა კლუბის გამოსვლა.
მხოლოდ ორმა გუნდმა მიიღო ყველაზე მაღალი რეიტინგი, A+: „ბაიერნმა“ და „არსენალმა“. მათ დაიკავეს ცხრილში პირველი ორი ადგილი.

ჟურნალისტებმა „ტოტენჰემი“, „ყარაბაღი“ და „სპორტინგი“ A (5)-ით შეაფასეს.
„ინტერმა“ A- (5−) მიიღო, ხოლო „ბარსელონამ“, „იუვენტუსმა“, „ჩელსიმ“ და „ლივერპულმა“ – B+ (4+).

„სიტიმ“ და „რეალმა“ B (4) მიიღეს, პსჟ-მ B− (4−), „კაირატმა“ C (3), „ბენფიკამ“ C− (3−) და „ნაპოლიმ“ D+ (2+).

ყველაზე დაბალი რეიტინგი, F (1) მხოლოდ „ვილიარეალმა“ დაიმსახურა.

ESPN-მა ასევე შეადგინა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის სიმბოლური გუნდი.

მეკარე: დავიდ რაია (არსენალი);

მცველები: ნუნო მენდეში (პსჟ), იოშკო გვარდიოლი (სიტი), დერიკ ლუკასენი (პაფოსი), ანან ხალაილი (იუნიონი);

ნახევარმცველები: ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), ვიტინია (პსჟ), დომინიკ სობოსლაი (ლივერპული);

თავდამსხმელები: ენტონი გორდონი (ნიუკასლი), კილიან მბაპე (რეალი), ლამინ იამალი (ბარსელონა).

WhoScored-მა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.
გუნდი შედგენილია შესაბამის პოზიციებზე მოთამაშეების საშუალო შეფასების საფუძველზე.

მეკარე: ნიკიტა ხაიკინი (ბოდო გლიმტი, საშუალო შეფასება – 7.5);

დაცვა: კირან ტრიპიერი (ნიუკასლი, 7.39), დენ ბირნი (ნიუკასლი, 7.32), იოშკო გვარდიოლი (სიტი, 7.42), ალეხანდრო გრიმალდო (ბაიერი, 7.56);

ნახევარდაცვა: ლამინ იამალი (ბარსელონა, 8.01), დომინიკ სობოსლაი (ლივერპული, 7.89), ვიტინია (პსჟ, 7.56), მაიკლ ოლისე (ბაიერნი, 7.9);

თავდამსხმა: ჰარი კეინი (ბაიერნი, 7.98), კილიან მბაპე (რეალი, 8.83).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სტარმერმა სი ძინპინს არსენალი-მანჩესტერის ბურთი აჩუქა