დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია: ორი კარგი, ძლიერი და ტრადიციული გუნდის შეხვედრა. მთავარი რა თქმა უნდა ჩემპიონობაა (მით უმეტეს მესისთვის), მაგრამ არც ფულია მთლად მეორეხარისხოვანი. ცხადია, ჩემპიონს მეტი ერგება.
ფიფამ გამოაცხადა, რომ ამ მუნდიალზე 10%-ით გაიზარდა საპრიზო თანხა და მან 425 მილიონ ევროს მიაღწია (წინა ჩემპიონატზე 386 მილიონი იყო).
ეს ფული ყველა მონაწილეზე გადანაწილდება. ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენილ 16 გუნდს 8,7 მილიონი ერგება, მერვედფინალში გავარდნილებს – 12,6 მილიონი, მეოთხედფინალში დამარცხებულებს კი 16,4 მილიონს მისცემენ.
მაროკომ ტურნირზე მე-4 ადგილი დაიკავა და 24,2 მლნ დააგროვა, ხოლო მესამეადგილსანმა ხორვატიამ – 26,1 მლნ.
ფინალში წაგებული 29 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონი – 40,6 მილიონს.
აი როგორ გადანაწილდა საპრიზო ფონდი:
8,7 მლნ
ეკვადორი, ყატარი, ირანი, უელსი, მექსიკა, საუდის არაბეთი, ტუნისი, დანია, გერმანია, კოსტა რიკა, ბელგია, კანადა, კამერუნი, სერბეთი, ურუგვაი, განა
12,6 მლნ
აშშ, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, სენეგალი, პოლონეთი, ესპანეთი, შვეიცარია
16,4 მლნ
ნიდერლანდები, ბრაზილია, ინგლისი, პორტუგალია
24,2 მლნ
მაროკო
26,1 მლნ
ხორვატია
29,0 მლნ
ფინალში ამარცხებული (არგენტინა ან საფრანგეთი)
40.6 მლნ
გამარჯვებული (არგენტინა ან საფრანგეთი)
GIPHY App Key not set. Please check settings