ფიფამ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ფეხბურთელების სია, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ ფიფასა და FIFPro წლის გუნდში მოხვედრაზე.
მხედველობაში მიიღეს 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში თამაშის შედეგები.
შორტ-ლისტში 23 ფეხბურთელი შეიყვანეს:
მეკარეები: ედერსონი („სიტი“), ტიბო კურტუა („რეალი“), ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“);
მცველები: რუბენ დიაში („სიტი“), ვირხილ ვან დაიკი („ლივერპული“), ედერ მილიტაო („რეალი“), ანტონიო რუდიგერი („რეალი“), ჯონ სტოუნზი („სიტი“), კაილ უოკერი („სიტი“);
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი („რეალი“), კევინ დე ბრუინი („სიტი“), ილქაი გიუნდოგანი („სიტი“/“ბარსელონა“), ლუკა მოდრიჩი („რეალი“), როდრი („სიტი“), ბერნარდო სილვა („სიტი“), ფედერიკო ვალვერდე („რეალი“);
თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა („რეალი“/“ალ იტიჰადი“), ერლინგ ჰოლანდი („სიტი“), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“/“ბაიერნი“), კილიან მბაპე (პსჟ), ლიონელ მესი (პსჟ/“ინტერ მაიამი“), კრიშტიანო რონალდო („ალ ნასრი“), ვინისიუსი („რეალი“).
GIPHY App Key not set. Please check settings