in

ვინ მისცა ხვიჩას ხმა და ვის მისცა თავად ხვიჩამ

4 დეკემბერს იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ მილანში საზეიმო ღონისძიება მოაწყო და გასული სეზონის საუკეთესოები დაასახელა.

გეცოდინებათ, ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა, საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კი ვიქტორ ოსიმენმა წაიღო.

ხვიჩას გოლი წლის გოლია: ქართველი იტალიაში ერთხელაც გამოარჩიეს და სეზონის სიმბოლურშიც შეიყვანეს

იტალიაში საუკეთესოები დაასახელეს: პრიზები ნეაპოლში წავიდა

დაჯილდოების შემდეგ წამყვანმა სერია A-ს ვარსკვლავებს ჰკითხა, თუ ვის მისცეს ხმა საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში.

ოსიმენმა არ დამალა, რომ მხარი საკუთარ თავს დაუჭირა. სწორედ მას მისცა ხმა კვარაცხელიამაც. ასევე ნიგერიელს შეაწიეს ხმები რაფა ლეაომ, ალესანდრო ბასტონიმ და მაიკ მენიომ.

თავად ჩვენიანის სასარგებლოდ არცევანი გააკეთეს ჯოვანი დი ლორენცომ,
სტანისლავ ლობოტკამ და ჰაქან ჩალჰანოღლუმ გააკეთეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსია მამარდაშვილს ახლა უკვე ნამდვილად ჰყიდის

2010-იანი წლების ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი მესია, რონალდო მერეა