ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩებში ყველა სწრაფი აჩქარება ორ ფეხბურთელს დაუფიქსირდა. „შახტარის“ მარკოს ანტონიომ და „ატალანტას“ ალეკსეი მირანჩუკმა 38.6 კმ/სთ სიჩქარით გაირბინეს.
ამ ორმა „რეალის“ ვინისიუსს სულ მცირედით აჯობეს – 38.5 კმ/სთ, იქვეა „ატლეტიკოს“ მარიო ერმოსო – 38.3 კმ/სთ.
ტოპ 10-ში მოხვდნენ „იანგ ბოიზის“ ფორვარდი მეშაკ ელია (37.8 კმ/სთ), „პორტოს“ მცველი შანსელ მბემბა (36.7 კმ/სთ), ნუსაირ მაზრაუი „აიაქსიდან“ (36.5 კმ/სთ), „ბაიერნის“ ვინგერი კინგსლი კომანი (35.7 კმ/სთ), მუმი ნგანალე „იანგ ბოზიდან“ და იანიკ ფერეირა-კარასკო „ატლეტრიკოდან“ (35.5 კმ/სთ).
GIPHY App Key not set. Please check settings