in

ვინ ითამაშებს და ვინ არა, ჩემი გადასაწყვეტია: ვერ დავიჯერებდი, რომ გასვლის შანსი გვექნებოდა

საქართველოს ნაკრებს ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩი ხვალ აქვს პლეი-ოფში უკვე გასულ პორტუგალიასთან. დღეს, გელზერკირხენის „ველტინს არენაზე“, მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.

ვილი სანიოლი:

„აქ წინა ორ მატჩზე სასაუბროდ არ ვართ. წინ პორტუგალიასთან მატჩია.
რაც შეეხება ზივზივაძეს, ის მოედანზე თურქეთთან შევიდა, ჩეხეთთან კი იყო ვარიანტები და სხვა მოთამაშეები ვამჯობინე. ხვალ, შესაძლოა, ითამაშოს.
ეს პოლიტიკის საკითხი არ არის. გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ საფეხბურთო შეხედულებებით ვხელმძღვანელობ. ასეთი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია. ვინ ითამაშებს და ვინ არა, ჩემი გადასაწყვეტია. ამ აურზაურის გამო კარგ ხასიათზე არ ვარ.

კიტეიშვილს რაც შეეხება, პირველ ორ მატჩში ფორმაში არ იყო, მაგრამ ახლა მზადაა.

შენგელია ტრავმირებული იყო, მისით კმაყოფილი ვარ. ვცდილობთ, ფორმაში შევიყვანოთ, მაგრამ სათამაშოდ სხვებიც მზად არიან.

ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ. პორტუგალია ძლიერი გუნდია და თუ მცირე შანსი მაინც იქნება, მას გამოვიყენებთ. აქ ყოფნაც დიდი გამარჯვებაა. ვინმეს რომ ეთქვა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვექნებოდა, ვერ დავიჯერებდი. მესამე ტურის წინ პლეი-ოფში გასვლის შანსი გვაქვს. ვღელავთ და გვიხარია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვალ მოსაგებად გავალთ… ხვიჩა კვარაცხელია

ვიდეო: მუხტი და ხარისხი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოგებაზე ვითამაშებთ