საქართველოს ნაკრები შაბათს ერთა ლიგის მე-5 ტურში უკრაინას უმასპინძლებს ბათუმში. შეხვედრას ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარ არბიტრად დანიშნულია 39 წლის კრის კავანა, რომელიც პრემიერლიგაში ავტორიტეტულ მსაჯად მიიჩნევა. ის… 13 წლიდან მსაჯობს. ფიფა-ს არბიტრი კი 2019 წლიდან გახდა.
კავანას არასოდეს უმსაჯია საქართველოს ნაკრების თუ კლუბების მატჩი. მას ასისტენტობას ლი ბეტსი და ნილ დევისი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი სემ ბეროტი იქნება.
კავანა მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი მსაჯია. ის პრემიერლიგის, ასევე ევროტურნირების შეხვედრებს ხშირად ემსახურება.
კავანას სტატისტიკა ასეთია: მატჩში საშუალოდ 3 ფეხბურთელს აფრთხილებს, აძევებს 0.1 მოთამაშეს და დებს 0.22 პენალტს.
საქართველოსა და უკრაინის მატჩი 16 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings