წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის პრეტენდენტები დასახელდა. საუბარია IFFHS-ის ვერსიაზე.
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ნომინანტების სია გამოაქვეყნა. საუკეთესოს გამოვლენისას გაითვალისწინებენ კალენდარულ წელიწადს და არა სეზონს.
2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ამათგან ერთი გახდება:
ჯუდ ბელინგემი („ბორუსია“ / „რეალი“), კევინ დე ბრუინი, რუბენ დიაში, ერლინგ ჰოლანდი, როდრი, ბერნარდო სილვა (ყველა – „სიტი“ ),ილქაი გუნდოგანი („სიტი“ / „ბარსელონა“), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“ / „ბაიერნი“), კიმ მინ ჯე („ნაპოლი“ / „ბაიერნი“), ლაუტარო მარტინესი, ნიკოლო ბარელა (ორივე – „ინტერი“), კილიან მბაპე (პსჟ), ლიონელ მესი (პსჟ / „ინტერ მაიამი“), კამალ მუსიალა, ალფონსო დევისი(ორივე – „ბაიერნი“), მარტინ ედეგორი, ბუკაიო საკა (პრივე – „არსენალი“), ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“), ვინისიუსი („რეალი“), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერი“), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“), რომელუ ლუკაკუ („ინტერი“ / „რომა“), კრიშტიანო რონალდო („ალ ნასრი“), ხერმან კანო („ფლუმინენსე“), ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“).
IFFHS-ის ჟიურიში 120 ქვეყნის ექსპერტები შედიან. შედეგებს იანვარში შეაჯამებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings