პრემიერლიგაში ნახევარი გზა გავლილია, გუნდებმა 20 ტური მოილიეს და 21-ე ტურისთვის პირველ ადგილზე „ლივერპულია“.
თუმცა ეს უპირატესობა დიდი არ არის. კლოპის 45-ქულიანი გუნდი უკვე მხოლოდ 2 ქულით უსწრებს დე ბრუინ დაბრუნებულ „სიტის“ და 3 ქულით წლის სენსაცია „ასტონ ვილას“.
მერსისაიდელების წარმატების მიუხედავად, ანალიტიკური პორტალი Opta მათ მე-2 ადგილზე აყენებს ტიტულის პრეტენდენტებს შორის და „წითლების“ პრემიერლიგის მოგების შანსებს 36.3%-ად აფასებს.
აი მოქმედი ჩემპიონის „სიტის“ გამარჯვების ალბათობა კი 57.6%-ია, მიუხედავად იმისა, რომ „ქალაქელები“ პირველ წრეში სტაბილურები არ ყოფილან.
Opta-ის პროგნოზით, 2023/24 წლების სეზონის ბოლო პრემიერლიგის ცხრილის ზედა ნაწილი ასეთი იქნება:
- „სიტი“
- „ლივერპული“
- „არსენალი“
- „ასტონ ვილა“
GIPHY App Key not set. Please check settings