in ,

ვინ გახდება ინგლისის ჩემპიონი: კლოპმა უკვე იცის

ინგლისის პრემიერლიგა მალე აიღებს სტარტს, გუნდები ემზადებიან როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა, ცდილობენ ახალი ტრანსფერებით გაძლიერებას. ჩემპიონობისთვის ბრძოლა შესაძლოა ბევრი გუნდმა ვერ გაქაჩოს, მაგრამ ოთხეულში მოხვედრის მსურველები მართლაც ბევრი იქნებიან. თუმცა გულშემატკივარი პირველი ადგილისთვის ბრძოლასაც მოუთმენლად ელის და იმედი აქვს, რომ ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნდება.

ერთ-ერთი ფავორიტი „ლივერპულია“, რომლის გერმანელმა თავკაცმა იურგენ კლოპმა დამდეგ სეზონზე შთაბეჭდილებები გაუზიარა Sky Sports-ს.

“მთავარი მიზანი ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. ეს თავისთავად უკვე რთული ამოცანაა. როდესაც ეს ამოცანა სრულდება, ხოლო ბოლომდე ჯერ კიდევ რჩება დრო, შეიძლება ტიტულისთვის ბრძოლა. მაგრამ დიდწილად ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად მიდის.

ჩემპიონობისთვის ბრძოლა შთამბეჭდავი იქნება, ეს პრემიერლიგაა. წარმოდგენაც არ მაქვს ვინ მიიღებს ამ ბრძოლაში მონაწილეობას.

ალბათ ისევ „სიტი“ მოიგებს. ჩვენ რომ არ მოგვეგო (2020 წ), „ქალაქელებს“ ზედიზედ 5-6 ტიტული ექნებოდათ, გიჟური მიღწევაა ამ ქვეყნისთვის.

ჩვენი მიზანია სეზონი რაც შეიძლება კარგად ჩავატაროთ. რას მივაღწევთ? ვნახოთ. მოუთმნენლად ველი“, – უთხრა კლოპმა Sky Sports-ს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ შეხვდა სამი მეამბოხე პრეზიდენტი: სადილი ლას ვეგასში

დააბრუნეთ მესი: ჩავის თხოვნა აქვს, ლაპორტას ვალი – ლეოს ბარსელონაში ელიან