ბოლო 10 წლის განმავლობაში „ჩელსიმ“ 1.3 მილიარდი ევრო გამოიმუშავა ფეხბურთელების ტრანსფერებიდან.
Transfermarkt-მა გამოაქვეყნა 20 კლუბის სია, რომლებმაც ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს ბოლო 10 წელიწადში მოთამაშეების გაყიდვით.
პრემიერლიგის კლუბებს შორის აბსოლუტური ლიდერები არიან „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“. სიაში სამი პორტუგალიური კლუბია: ბენფიკა, პორტო და სპორტინგი.
ტოპ 20-ში შევიდნენ:
- ჩელსი (1,3 მილიარდი);
- ბენფიკა (1,27 მილიარდი);
- მონაკო (1,14 მილიარდი);
- იუვენტუსი (1,09 მილიარდი);
- ბორუსია (1,03 მილიარდი);
- აიაქსი (1 მილიარდი);
- ბარსელონა (973 მილიონი);
- ატლეტიკო (937 მილიონი);
- მანჩესტერ სიტი (877 მილიონი);
- პორტო (846 მილიონი);
- ლიონი (816 მილიონი);
- რომა (815 მილიონი);
- პსჟ (789 მილიონი);
- ინტერი (788 მილიონი);
- ატალანტა (782 მილიონი);
- ლილი (749 მილიონი);
- ლაიფციგი (738 მილიონი);
- მადრიდის რეალი (731 მილიონი);
- სპორტინგი (722 მილიონი);
- რენი (676 მილიონი).
GIPHY App Key not set. Please check settings