in

ვინ გამოტოვებს მუნდიალს: რეიტინგის სათავეში ჰოლანდია

„სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი სათავეში ჩაუდგა იმ ფეხბურთელების რეიტინგს, რომლებიც ყატარში მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ. სია სოკ-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

10-დან 3 წარმომადგენელი აფრიკულ ნაკრებებზე მოდის, სამ კლუბს 2-2 ფეხბურთელი „დააკლდებათ“. მხოლოდ ერთ ქვეყანას ჰყავს ორი ფეხბურთელი სიაში, ხოლო ევროპის ჩემპიონი იტალია მხოლოდ ერთი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი.
ისე, ბოლო დროინდელი თამაშიდან გამომდინარე თავისუფლად შეიძლებოდა ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელიას შეყვანაც, მით უმეტეს, რომ აქ ვხედავთ უზბეკ ფეხბურთელს.

სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია, „სიტი“).
  2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი, „მილანი“).
  3. პაულო დიბალა (არგენტინა, „რომა“).
  4. მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, „ლივერპული“).
  5. ლუის დიასი (კოლუმბია, „ლივერპული“).
  6. ვიკტორ ოსიმენი (ნიგერია, „ნაპოლი“).
  7. მარტინ ედეგორი (ნორვეგია, „არსენალი“).
  8. ელდორ შომუროდოვი (უზბეკეთი, „რომა“).
  9. რიად მარეზი (ალჟირი, „სიტი“).
  10. ჯანლუიჯი დინარუმა (იტალია, პსჟ).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდო ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მივა, პირველად ბოლო 5 წელიწადში

ხვიჩა ტოპ ლიგების ტოპებშია: კვარაცხელიაზე კარგი ევროპაში სულ 5 კაცია – მესისთან ახლოს