ფიფამ ფერენც პუშკაშის პრიზზე პრეტენდენტთა სია გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, ეს ჯილდო წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორს გადაეცემა.
პრეტენდენტთა სიაში არიან:
მარიო ბალოტელი, ამანდინ ანრი, ტეო ერნანდესი, ალუ კუოლი, კილიან მბაპე, ფრანსისკო გონსალეს მეტილი, მარცინ ოლექსი, სალმა პარალუელო, დიმიტრი პაიე, რიშარლისონი, ალესია რუსო.
ფიფას ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა 3 თებერვლამდეა, შემდეგ სახელდება სამი ფინალისტი. გამარჯვებულს კი 27 თებერვალს ოფიციალურ ცერემონიაზე გაარკვევენ.
GIPHY App Key not set. Please check settings