ვინ არის საბა ხარებაშვილი? „ლივერპულს“ და „რეალს“ ქართველი ვუნდერკინდი მარცხენა მცველის პოზიციაზე სურთ – ამ სათაურით წერილს „დინამო თბილისის“ მცველზე Trnasfermarkt-ი აქვეყნებს.
„საბა ხარებაშვილი ფეხბურთის ყველაზე ფანატიკოსი გულშემატკივრებისთვისაც კი შედარებით უცნობი რჩება, მაგრამ ქართველი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა მცველია. ხარებაშვილი არის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც უთამაშია „დინამო თბილისში“. იგი ასევე არის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ოდესმე ითამაშა უეფას საკლუბო შეჯიბრებებში – სადებიუტო მატჩი ამ სეზონში კონფერენს ლიგაზე მხოლოდ 15 წლის და ათი თვის ასაკში ჩაატარა. ხარებაშვილი „თბლისის დინამოს“ შთამბეჭდავი აკადემიის აღზრდილია, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი წარმოადგენდნენ.
ევროპული გიგანტები თვალს ადევნებენ ახალგაზრდა ტალანტებს, რომლებიც „თბილისის დინამოდან“ მოდიან. გასულ ზაფხულს „ნიუკასლმა“ ვახტანგ სალია დაიმატა, ხოლო მიუნხენის „ბაიერნმა“ 2023 წელს – ლუკა პარკაძე. ქართველი ვარსკვლავები 18 წლამდე ვერ შეუერთდებიან უცხოურ კლუბებს, ამიტომ ხარებაშვილი 2026 წლის სექტემბრამდე ვერსად გადავა, მაგრამ ტრანსფერები შეიძლება ევროპის დიდ კლუბებთან წინასწარ შეთანხმდნენ.
16 წლის ფეხბურთელმა „თბლისის დინამოს“ მაისურით საქართველოს უმაღლეს დივიზიონში უკვე 28 მატჩი ჩაატარა და სამართლიანად ითვლება ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. ხარებაშვილი ძირითადად მარცხენა მცველად თამაშობს, მაგრამ ბურთის კარგი ფლობის გამო ნახევარდაცვაშიც იყენებენ. მემარცხენე ვარსკვლავი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეა და მსოფლიოში მესამე ყველაზე ძვირადღირებული 17-წლამდელი მცველია. ახალგაზრდა ფეხბურთელის შესახებ დეტალურად ისაუბრა Transfermarkt-ის ქართველმა ფეხბურთის ექსპერტმა, გეორგი ლეკარევმა.
„ის დღევანდელი თაობის ერთ-ერთ უნიჭიერეს ქართველ ფეხბურთელად ითვლება. აღიზარდა როგორც საყრდენი ნახევარმცველი, მაგრამ ფლანგის მცველი გახდა. უფრო კომფორტულად თავს მარცხენა ფლანგზე გრძნობს, მაგრამ მარჯვენა ფლანგზეც ასევე კარგად გამოიყურება. ის მრავალმხრივი ფეხბურთელია, შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემებით – ხარებაშვილი ახალგაზრდულ გუნდში 10 ნომრის პოზიციაზეც კი გამოიყენეს.
ის შეეფერება ისეთ გუნდს, რომელიც მაღალი პრესინგით და სწრაფი კონტრშეტევებით თამაშობს. საბა ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია და დისციპლინის პრობლემა არ აქვს. მას აქვს კარგი ტექნიკა და პასები, ძალა, პოზიციური თამაშის უნარი და სისწრაფე. გარკვეული პრობლემები ჰქონდა ართმევისას, მაგრამ ეს გამოცდილებასთან ერთად უნდა გაუმჯობესდეს“, – ამბობს ანალიტიკური ვებგვერდის ექსპერტი.
ხარებაშვილი ევროპის ყველა უდიდესი კლუბის რადარზეა, რადგან ისინი „მარგალიტებს“ სასურველ ფასად ეძებენ. გასულ წელს მადრიდის „რეალი“ დაუკავშირდა „თბლისის დინამოს“, რომელსაც ესპანურ ფეხბურთთან ძლიერი კავშირი გააჩნია. ასევეა წერენ, რომ დაინტერესებულები არიან „ბარსელონა“ და „ლივერპული“, რომელმაც უახლოეს წლებში მარცხენა მცველის პოზიციაზე ენდი რობერტსონი უნდა შეცვალოს. ლივერპულელები უკვე შეუთანხმდნენ ტრანსფერზე საბას თანამემამულე მამარდაშვილს – „ვალენსიის“ მეკარეს, რომელიც ამ ზაფხულს ინგლისში გადავა.
ხარებაშვილის ტრანსფერი ამჟამად მხოლოდ 800 000 ევროდ არის შეფასებული. ქართული კლუბის რეკორდული ტრანსფერი იყო 1995 წელს „მანჩესტერ სიტიში“ გიორგი ქინქლაძის 3,2 მილიონი დოლარად გაყიდვა, ახლა კი მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერისთვის 3,85 მილიონ ევროს მიიღებს“, – წერს Trnasfermarkt-ი.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings