ფიფამ სხვადასხვა ნომინაციებთან ერთად წლის საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატებიც გამოავლინა. The Best პრიზისთვის მამაკაცთა შორის იბრძოლებენ:
კარლო ანჩელოტი („რეალი“)
დიდიე დეშამი (საფრანგეთი)
პეპ გვარდიოლა („სიტი“)
ვალიდ რეგრაგი (მაროკო)
ლიონელ სკალონი (არგენტინა)
ფიფამ ქალთა გუნდების საუკეთესო მწვრთნელობის პრეტენდენტებიც დაასახელა:
სონია ბომპასტორი („ლიონი“)
ემა ჰაიესი („ჩელსი“)
ბევ პრისტმანი (კანადა)
პია სანდჰეიჯი (ბრაზილია)
მარტინა ვოს-ტეკლენბურგი (გერმანია)
სარინა ვიგმანი (ინგლისი)
ხმის მიცემა 3 თებერვლის შუაღამემდეა, დაჯილდოების ცერემონია და პრიზების ჩამორიგება 27 თებერვალს შედგება.
GIPHY App Key not set. Please check settings