ჩემპიონთა ლიგის ფეისბუქგვერდმა ჩვენთვის საინტერესო და ყურადღება მისაქცევი კითხვა დასვა.
გამოქვეყნებულია ფოტო, რომელზეც „მილანის“ 2002-23 წლების შემადგენლობაა მოცემული. ეს ის გუნდია, რომელმაც 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსს“ პენალტების სერიაში აჯობა და ჩემპიონთა თასი მოიპოვა. ფოტოზე მხოლოდ მარცხენა მცველის ვინაობაა არ არის მითითებული, ჩანს ნომერი ოთხი, გულშემატკივრებმა კი უნდა გაიხსენონ, თუ ვიზეა საუბარი.
კახა კალაძის გამოცნობა წესით რთული არ უნდა იყოს. თუმცა კომენტარებში სხვა ბევრი ფეხბურთელიც ჩაწერეს.
იმ დროის „მილანში“ მართლაც საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ, კალაძე კი დაცვაში წლების განმავლობაში სუპერფეხბურთელებთან ერთად გამოდიოდა.
ამის შემდეგ კალაძემ კიდევ ერთხელ მოიგო ჩემპიონთა თასი.
GIPHY App Key not set. Please check settings